logo_geo
eng_logo
ვახტანგ მეგრელიშვილი: თქვენ ზიხართ რუსულ სცენარში - ეს გვითხრა დენიელსონმა და მიშელმა ოპოზიციას
- +

17 მარტი. 2021. 01:13

 

ვახტანგ მეგრელიშვილი: თქვენ ზიხართ რუსულ სცენარში - ეს გვითხრა დენიელსონმა და მიშელმა ოპოზიციას

 

„რუსულ თამაშს იმ შემთხვევაში ვთამაშობთ, როდესაც დღევანდელ არჩეულ კურსს ვაგრძელებთ - ეს დანიელსონმა გვითხრა მოლაპარაკებებზე“ , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

წამყვანის რეპლიკაზე, „ახლა რასაც აკეთებთ, ამით რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს, ეს თქვა თუ არა ღიად დანიელსონმა“, მეგრელიშვილმა უპასუხა: „ზუსტად ასე გვითხრა და ევროპაში ასე არ კეთდებაო“.

 

„თქვენ თუ ევროპა გინდათ, ეს ამბავი უნდა მორჩეთო. ჩვენ თავი დავუქნიეთ. ჩვენც ზუსტად მასე ვფიქრობთ და გვინდა, ეს ამბავი დავამთავროთო“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, კრისტიან დანიელსონმა მათ ასევე უთხრა, რომ თუ ევროპისკენ აქვთ გეზი, უნდა შეთანხმდნენ. მისი თქმით, კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ ამ კურსის გაგრძელება, რუსული თამაშის წესით მოქმედება იქნება.

 

„რა გვითხეს იცით? - რუსულ თამაშს იმ შემთხვევაში ვთამაშობთ, როდესაც დღევანდელ არჩეულ კურსს ვაგრძელებთ, ეს დანიელსონმა გვითხრა მოლაპარაკებებზე.

 

ის კი არა, რომ „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობაა“ რუსეთის აგენტი, ამათი ჩხუბია რუსული საქმის კეთება და ეს არის დასამთავრებელი. იმაზეა საუბარი, რომ კლიმატი შევცვალოთ, მათ შორის ეს ეხება მედიასაც, ჟურნალისტებს, ზოგადად, ადამიანებს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ხომ თავის ამომრჩეველს ელაპარაკება, აგრესიით და სიძულვილით განაწყობს მეორე მხარის მიმართ“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner