„რატომ ხდება ისე, რომ ოპოზიცია ებრძვის არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოსაც, ეს, პირველ რიგში, ოპოზიციას უნდა ვკითხოთ. თუმცა პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ მახსენდება არც ერთი საკითხი, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას დაეთანხმებოდა და რაიმე რეფორმას ან ნაბიჯს მოიწონებდა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობის ნდობა იყოს ძალიან მაღალი. რატომ ხდება ისე, რომ ოპოზიცია ებრძვის არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოსაც, ეს, პირველ რიგში, ოპოზიციას უნდა ვკითხოთ.
თუმცა პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ მახსენდება არც ერთი საკითხი, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას დაეთანხმებოდა და რაიმე რეფორმას ან ნაბიჯს მოიწონებდა. ვაქცინაზიაზეც კი, რომელზეც ასეთი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა, რომ, აი, უგანდამ და რუანდამაც კი მიიღეს ვაქცინა, ახლა, როცა მივიღეთ ვაქცინა და პირიქით ამბობენ, რომ თურმე უხარისხო ვაქცინა მივიღეთ.
საზოგადოებას შეუქმნეს შთაბეჭდილება, რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჩავა და რიგგარეშე არჩევნების თარიღს ჩამოიტანს. რაც უფრო ნაკლები დრო ექნება ხელისუფლებას ხალხის ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად, მით უკეთესი ოპოზიციისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი ამოცანაა ხელისუფლებაში დაბრუნება და რევანში, მაგრამ არჩევნების გზით ის ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება“, - განაცხადა ბოჟაძემ.