მარიო დრაგი: AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება იმედის მომცემია
-
+
17 მარტი. 2021. 02:52
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადება იმედის მომცემია.
16 მარტს იტალიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მზად არიან AstraZeneca-თი ვაქცინაცია სწრაფად დაიწყონ, თუ ევროპის წამლის სააგენტო ამას მწვანე შუქს აუნთებს.
წყარო :