logo_geo
eng_logo
ქუთაისის შემდეგ ექიმების ვაქცინაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებში გრძელდება
- +

17 მარტი. 2021. 10:47

 

 

ქუთაისის შემდეგ ექიმების ვაქცინაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებში გრძელდება.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს ვაქცინაციის პროცესს წყალტუბო, სამტრედია, თერჯოლა, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე უერთდება. ხვალიდან კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში აცრის პროცესი დაიწყება.

 

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის ქუთაისში 80-მდე ექიმია აცრილი. გიორგიძე მედიკოსებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 

იმერეთში 15 ვაქცინაციის პუნქტია. სულ კი „Astra Zeneca“-ს 5 500 დოზაა შეტანილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner