logo_geo
eng_logo
ვაქცინაციის პროცესი ფოთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში დაიწყო
- +

17 მარტი. 2021. 11:10

 

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც მიმდინარეობს. დღეიდან ვაქცინაციის პროცესი, ფოთში, სენაკის, წალენჯიხის, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებშიც დაიწყო.

 

სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ამბულატორიულ ცენტრებსა და კლინიკაში „ევექსის“ ფილიალებში შეუძლიათ. დღეს აცრა სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ცენტრში ამავე დაწესებულების ხელმძღვანელმა მურმან ბოჯგუამ გაიკეთა.

 

მედიკოსი მოუწოდებს კოლეგებს აქტიურობისკენ, რათა დარეგისტრირდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დამარცხდეს ვირუსი.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინის 3 100 დოზაა შეიტანეს. ვაქცინა გადანაწილებულია ყველა მუნიციპალიტეტში.

 

ბოლო მონაცემებით, სპეციალურ პორტალზე რეგიონის მასშტაბით დარეგისტრირებულია 100-მდე მედიკოსი. ხვალ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ჩხოროწყუს, ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია 15 მარტს ზუგდიდიდან დაიწყო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner