logo_geo
eng_logo
გორის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

17 მარტი. 2021. 10:42

 

გვიან ღამით, წმინდაწყლის დასახლებაში, ყოფილი საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი ჩამოიშალა. პირველადი ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს იცავს მერიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური.

 

მერიის ბალანსზე ობიექტი გასულ წელს გადმოვიდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა, რათა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს მისი დანგრევის პირობით, გასხვისება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner