logo_geo
eng_logo
მარტვილის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაიწყო
- +

17 მარტი. 2021. 12:26

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება სამედიცინო ცენტრ „მკურნალში“ და „ევექსის“ კლინიკაში შეუძლიათ.

 

ვაქცინაციის მიმდინარეობას მარტვილის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი როლანდ წულაია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია ადგილზე გაეცნენ.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 დოზა მარტვილის მუნიციპალიტეტში 13 მარტს შემოიტანეს. სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების  ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.

 

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან  მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner