logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: მეტის ღირსი ყოფილხართ!!! ახია თქვენზე!!!!
- +

11 ივლისი. 2016. 18:59


„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„აი, ახლა ვიტყვი და მეტს არასდროს გავიმეორებ! ვინც პირადად გაგა მკურნალიძემ გაწამათ, გცემათ, საკუთარი ქაქის ჭამა დაგაძალათ (კი იცით, ვისაც გეხებათ) და ჩუმად ხართ, მეტის ღირსი ყოფილხართ!!! ახია თქვენზე!!! გაგა მკურნალიძე 2013 წელს ე.წ. „მატროსოვზე" მოვინახულე. ერთი შეხედვით ნორმალური ახალგაზრდა, სრულიად გაყინული მზერით პასუხობდა ჩემს ერთადერთ შეკითხვას: - გაგა, ხომ იცოდი არასრულწლოვნების ცემის და გაუპატიურების ამბები, თავადაც ხომ იღებდი მონაწილეობას ეგზეკუციაში, რატომ??? - ყველა ბავშვი ბავშვი არაა, - იყო პასუხი. გაგა იანვარში გათავისუფლდა... და აი, ახალი ბრალდება - 2011 წელს წამებით მოკლული ახალგაზრდა და რა??? მკურნალიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობაც კი არ შეუფარდა მოსამართლემ, მაშინ როცა მცირე ხულიგნობაზე ჩემი ჩათვლით ყველას იჭერენ!!! დღეს ეს ადამიანი აბუჩად იგდებს ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტებს, იქედნურად იღიმის და ბედნიერად ტოვებს სასამართლოს... შემდეგი სასამართლო 31 აგვისტოსაა!!! აი, ახლა ვიტყვი და მეტს არასდროს გავიმეორებ!!! ვინც პირადად გაგამ გაწამათ, გცემათ, საკუთარი ქაქის ჭამა დაგაძალათ (კი იცით, ვისაც გეხებათ) და ჩუმად ხართ, მეტის ღირსი ყოფილხართ!!! ახია თქვენზე!!!!" - წერს ლალი მოროშკინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner