სამართლდამცავებმა პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას უკავშირდება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.