logo_geo
eng_logo
აჭარის განათლების სამინისტროში საზოგადოება „ბათომისა“ და „EMC“-ის საჩივარს განიხილავენ
- +

17 მარტი. 2021. 13:26

 

 

აჭარის განათლების სამინისტროში საზოგადოება „ბათომისა“ და „EMC“-ის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. ორგანიზაციები ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია.

 

სხდომას მოსარჩელე მხარეები, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან. საქმეს სამინისტროს იურისტი, თამარ სარია განიხილავს. უკვე მოუსმინეს ხელოვნებათმცოდნეებს.

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია დასაშვებია, როცა შენობის მასშტაბი არ იცვლება. ახალი მშენებლობა არ შეიძლება რეკონსტრუქციად ჩაითვალოს.

 

კომპანია „ამბასადორის“ დირექტორმა მშენებლობის კანონიერებაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „ამბასადორი ბათუმმა“ ადმინისტრაციულ ორგანოში ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა და მშენებლობის ნებართვა ისე მიიღო. მისივე განმარტებით, ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მომდინარეობს, წლების წინ ბალნეოლოგიური ცენტრი იყო.

 

„კარგია ეს განხილვა, საზოგადოება კიდევ დარწმუნება იმაში, რომ „ამბასადორს“ არ დაუწყია მშენებლობა ბულვარის ტერიტორიაზე ცარიელ მიწის ნაკვეთზე. აქ იდგა საბჭოთა კავშირის დროს აგებული შენობა. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს ამ შენობის განვითარება. პირველი შემთხვევა იყო პრაქტიკაში, როცა დასკვნა ერთდროულად ორმა ხელოვნებათმცოდნემ წარმოადგინა. ჩართული იყო მესამე ადმინისტრაციული ორგანო, მერიაც, ასევე კულტურული მემკვიდრეობის საბჭო. ესაა ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ყველგან შეიძლება დავა გემოვნებაზე, მასშტაბზე. დასკვნაში წერია, რომ მსგავსი მასშტაბი არის დასაშვები ამ ობიექტზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ გვაქვს შეზღუდვა. არ იკრძალება ნებართვის გაცემა, თუ არის სპეციალისტების დასკვნა“, - აღნიშნა კომპანია „ამბასადორის“ დირექტორმა გოჩა კამკიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner