logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს
- +

17 მარტი. 2021. 16:41

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში ბრალდებულმა  გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები ჯამში 1400 ლარი, ხოლო დამატებით ყალბი 2000 ლარის გასაღება, თანმხლებ 2 პირთან ერთად განახორციელა 2021 წლის 17 მარტს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს.

 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner