logo_geo
eng_logo
უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მოადგილე „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენა
- +

17 მარტი. 2021. 16:51

 

 

უკრაინის მთავრობამ თანამდებობიდან გადააყენა „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მოადგილე ვლადიმირ ჟმაკი, რომლის გადაყენებასაც მანამდე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. უკრაინული მედიის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობებს დროებით ივან იურიკი შეასრულებს.

 

გამოცემა Liga.net წერს, რომ ჟმაკის გადაყენების მიზეზი კომპანიის გაყოფისა და რესტრუქტურიზაციის განსხვავებული ხედვაა და არსებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჟმაკი ოლიგარქ რინატ ახმეტოვის ინტერესებს ატარებდა.

 

ვლადიმირ ჟმაკის განცხადებით, ის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა და ამ გადაწყვეტილების შესახებ მისთვის არავის უცნობებია.

 

მანამდე მიხეილ სააკაშვილის კადრმა ირაკლი ეზუგბაიამ, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებდნენ, „უკრაინის რკინიგზის“ კომერციული დირექტორის თანამდებობა დატოვა. უკრაინული მედია წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები, მათ შორის უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგლავა „უკრაინის რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს იტაცებენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner