logo_geo
eng_logo
რონალდუს უჩვეულო ვარცხნილობამ მსოფლიო აატირა
- +

11 ივლისი. 2016. 19:55


კრიშტიანუ რონალდუს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფის პირველი  მატჩის შემდეგ უსტვენდნენ. მაგრამ არის რაღაც, რაც მის შესახებ ცოტამ თუ იცის. 


პორტუგალიამ ისლანდიასთან 1:1 ითამაშა. ამ მატჩში სამწუხაროდ, რონალდუმ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეს მოხდა სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც თვითონ რონალდუმ ბოლო 20 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა თავი.


რონალდომ პატარა ბიჭის მკურნალობა დააფინანსა


რონალდუს ფეხბურთის გულშემატკივრებმა ცუდი თამაშის გამო დაუსტვინეს. ბევრი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ის ფეხბურთის მოედანზე მკაცრი, ქედმაღლურია და პატივს არ სცემს ოპონენტებს. მაგრამ რონალდუს აქვს კიდევ სხვა სახე. როდესაც არის ადამიანი, რომელსაც სჭირდება დახმარება, რონალდუ პირველია, რომელიც მასთან მიდის.


ოქროს ბურთის სამგზის გამარჯვებული მინდორზე უჩვეულო ვარცხნილობით გამოჩნდა - მას თავზე ყურის უკან ჰქონდა 2 ხაზი.


სოციალურ ქსელებში, მედიაში დაიწყეს გამოცნობა, რას ნიშნავდა მის თავზე 2 ჰორიზონტალური ხაზი. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ რონალდუს ეს ვარცხნილობა პატარა ბიჭს უკავშირდებოდა, რომელიც კიბოთია დაავადებული. ფეხბურთელმაც ეს ვარცხნილობა ბიჭის სოლიდარობის ნიშნად გაიკეთა. მედიაში ასევე დაიწერა, რომ ფეხბურთელმა კიბოთი დაავადებული ბიჭუნას მკურნალობაც დააფინანსა. ოპერაციის შემდეგ კი პატარა ბიჭს თავზე 2 ნაწიბური დარჩა ხაზების სახით. რონალდუმაც სწორედ იმ ადგილზე აიპარსა თმა და დაიტოვა 2 ხაზი. ამ სახით მან ერთგვარი მხარდაჭერა გამოხატა დაავადებული ბავშვის მიმართ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner