logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ნათელაშვილი რადიკალურ და არაკონსტრუქციულ ხაზს ავითარებს
- +

17 მარტი. 2021. 18:54

 

„თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ეს პროცესი ისევ გაიწელება. ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, შალვა ნათელაშვილი რადიკალურ და არაკონსტრუქციულ ხაზს ავითარებს, რომელიც მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მიუღებელია დასავლეთისთვის და მიუღებელი უნდა იყოს ოპოზიციისთვისაც“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

„თუ დღევანდელი მოლაპარაკებები ჩაიშლება და მოლაპარაკებების ჩაშლაში არაფერია გასაკვირი, უფრო გასაკვირია ხოლმე, როდესაც მოლაპარაკებები წარმატებით სრულდება, სამწუხაროდ ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში გაგრძელდება. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ყელში აქვს ამოსული მოსახლეობასაც, ყელში აქვს ამოსული მთავრობასაც და ყელში აქვს ამოსული დასავლეთსაც. ჩვენი ყველას ინტერესია, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით და მხარეები წავიდნენ კომპრომისებზე. სამწუხაროდ ნათელაშვილის და სხვა რადიკალების ქცევა საერთო ინტერესებში საერთოდ ვერ ეწერება“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner