logo_geo
eng_logo
მატერაციმ არც ამჯერად თქვა სიმართლე, რატომ დაარტყა თავი ზიდანმა 10 წლის წინ
- +

11 ივლისი. 2016. 20:32


იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა, ბერლინში, მსოფლიო ჩემპიოინატის ფინალზე მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მას ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა თავი მკერდში დაარტყა.


დარტყმას წინ უძღვოდა რეპლიკები მასსა და ზიდანს შორის, რის შემდეგაც ზიდანი შემობრუნდა და მას მკერდში თავი დაარტყა.


მსაჯმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მინდვრიდან გააძევა. ასე დაასრულა ზიდანმა საფეხბურთო კარიერა. ის ახლა საფეხბურთო კლუბ „რეალ მადრიდის" მწვრთნელია.


მაშინ ფინალური მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამ გოლების ავტორები ზიდანი და მატერაცი იყვნენ. პენალტების სერია კი ანგარიშით 5:3 იტალიის სასარგებლოდ დასრულდა.


დღეს არავის იცის, იქნებოდა თუ არა იტალიის ნაკრები გამარჯვებული, რომ არა პროვოკაცია, რომელიც საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის მოედნიდან გაძევებით დასრულდა.


„მე, რა თქმა უნდა, ვთქვი სულელური სიტყვები, მაგრამ ეს არ იმსახურებდა ზიდანის ასეთ რეაქციას. თუ თქვენ მოხვდებით რომის, ნეაპოლის, ტურინის, მილანის საფეხბურთო მოედნებზე, თქვენ მიხვდებით, რომ რა სიტყვებიც მე გამოვიყენე რბილად იყო გამოხატული. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ისაა, რომ ზოგიერთები მე მაბრალებენ, თითქოს ზიდანს დედასთან დაკავშირებით მივაყენე შეურაცხყოფა. მე არასოდეს მივაყენებდი მას ამ თემაზე შეურაცხყოფას, რადგან მე დედა დავკარგე, როცა 15 წლის ვიყავი", - თქვა მატერაციმ.


მან 10 წლის შემდეგაც არ თქვა სიმართლე, რატომ დაარტყა თავი მას ზიდანმა...


რაც შეეხება ზიდანს, ის ამბობდა, რომ მატერაცი მას მაისურზე ექაჩებოდა. მაშინ ზიდანმა უთხრა მატერაცის, ნუ ექაჩებოდა მაისურზე, რადგან მატჩის შემდეგ ის მაისურს მატერაცის აჩუქებდა. თუმცა მატერაცი არ ჩერდებოდა. ზურგს უკან კი მან ზიდანს მიაძახა შეურაცხმყოფელი, არაადამიანური სიტყვები. „ამის შემდეგ კი ყველაფერი სწრაფად მოხდა", - თქვა ზიდანმა.


როდესაც ჟურნალისტმა სთხოვა დაეკონკრეტებინა, ზიდანმა თქვა, რომ ეს იყო ძალიან პირადი და ეხებოდა მის დასა და დედას.


„როდესაც პირველად გავიგონე, ვეცადე, არ მიმექცია ყურადღება, მაგრამ როცა ეს განმეორდა მერე უკვე მქონდა ის რეაქცია, რაც მქონდა. პირველ რიგში, მე ვარ მამაკაცი, შემდეგ სხვა დანარჩენი. მე მირჩევნოდა დარტყმა მიმეღო სახეში, ვიდრე ეს სიტყვები მომესმინა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე გაუგებარი იყო მილიონობოთ მაყურებლისთვის, და მე მათ წინაშე ბოდიში მოვიხადე", - აცხადებს ზიდანი.


ჟურნალისტის კითხვაზე, ნანონს თუ არა თავის ჩარტყმას, ზიდანი პასუხობს: „თუ მე ვინანებ ჩემს საქციელს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ზიდანის სიტყვებს ვეთანხმები".


„მე ბოდიშს ვიხდი ყველა ბავშვის, ყველა ადამიანის წინაშე, ვინაც ეს ინციდენტი იხილა. მაგრამ მე არ შემიძლია მატერაცის ვაპატიო, ეს ნიშნავს იმას, რომ მის სიტყვებს გავამართლებ", - ამბობს ზიდანი.


ჟურნალისტის კითხვაზე, გაიმეორებდა თუ არა იგივეს, ზიდანი პასუხობს: „მე ვთქვი ყველაფერი, რისი თქმაც საჭირო იყო".


სხვათა შორის, გამოკითხულ ფრანგთა 60 % ზიდანის ჟესტს მართებულად მიიჩნევს.


ეს კი ზიდანის, როგორც ფეხბურთელის, ბოლო წუთებია საფეხბუთო მოედანზე:


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner