logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: მნიშნველოვანია, რომ პარლამენტში იმუშაოს ყველა პარტიამ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ
- +

17 მარტი. 2021. 19:56

 

 

 

“პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ნაყოფიერი დისკუსიები გავმართეთ და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო მასთან შეხვედრა”, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

 

„მე მოვუწოდე მას, ისევე როგორც ოპოზიციას, მოახდინონ პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაცია, წავიდნენ კომპრომისებზე, პარტიული ინტერესების წინ ქართველი ხალხის ინტერესები დააყენონ და შესაბამისად გადადგან ნაბიჯი მედიაციისკენ, რომლისკენაც მოუწოდეს შარლ მიშელმა და კარლ ჰარცელმა.

 

 

სამხრეთ კავკასიის დელეგაციის სახელით მინდა ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, პრობლემის გადაჭრისკენ მოვუწოდო.

 

ოდირმა შეაჯამა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები და მათი შეფასებაა, რომ არჩევნები ჩატარდა სწორად. მნიშნველოვანია, რომ პარლამენტში იმუშაოს ყველა პარტიამ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

 

მთავრობა და ოპოზიცია უნდა გაერთიანდნენ და იმუშაონ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლიონ. მე არ შემიძლია სპეციფიკური გადაწყვეტის გზებისკენ მოვუწოდო ქვეყანას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ეს ერთად უნდა მოახერხონ“, -აღნიშნა ევროდეპუტატმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner