logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: საქართველოში კონსტიტუციური ზღვრების უგულებელყოფა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
- +

17 მარტი. 2021. 20:05

 

 

 

“შემიძლია განგიმარტოთ, რატომ არის სრულიად მიუღებელი რიგგარეშე არჩევნებზე რაიმე ფორმით აპელირება „ქართული ოცნებისთვის“. საქმე იმაშია, რომ ყოველ კონკრეტულ ისტორიულ შემთხვევაში, როდესაც საქართველო გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ამას მოჰყვა ძალიან რთული პროცესები. შეგვიძლია გავიხსენოთ 90-იანი წლები”, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამის გათვალისწინებით, შეუძლებელია, რომ მმართველ გუნდსა და ასე თუ ისე პასუხისმგებლიან ოპოზიციას, ოდესმე გაუჩნდეს ცდუნება, რომ კონსტიტუციას გადააბიჯოს.

 

 

„გადააბიჯოს სამართლებრივ ჩარჩოს და რაღაც ექსტრაკონსტიტუციური მეთოდით გადაწყვიტოს ეს კრიზისი. ამ შემთხვევაში ჩვენ ისე და ისევ დავუბრუნდებით გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ციკლს, რომელიც წლები კი არა, ათწლეულები გაგრძელდეს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს კონსტიტუციური ზღვრების უგულებელყოფა საქართველოში.

 

ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, შარლ მიშელის მიერ დატოვებულ სიაში არის რამდენიმე პუნქტი, სადაც ფუნდამენტურ ცვლილებებზეა საუბარი.

 

 

„ეს განსაკუთრებით ეხება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას. ამისკენ ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური კომპრომისი არის, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიულობა.

 

ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საქართველოს ინტერესები და სამართლიანობა, ყველაფერი სხვა არის მოგვარებადი“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner