logo_geo
eng_logo
ევროკომისიამ ე.წ. კოვიდპასპორტების პროექტი წარადგინა
- +

17 მარტი. 2021. 20:47

 

ევროკომისიამ ე.წ. კოვიდპასპორტების პროექტი წარადგინა, რაც პანდემიის პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ე.წ. ციფრული მწვანე სერტიფიკატი იქნება იმის მტკიცებულება, რომ მოქალაქემ ან უკვე გაიკეთა ვაქცინა, ან მას აქვს კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი, ან უკვე გადაიტანა კორონავირუსი.

 

სერტიფიკატს ციფრული შტრიხკოდი ექნება, რათა მისი უსაფრთხოება და ავთენტურობა დაცული იყოს.

 

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ე.წ. კოვიდპასპორტების დანერგვა ივნისისთვის იგეგმება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner