logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: თუ მედიაცია არ შედგება, ამას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე დიდი გავლენა ექნება
- +

17 მარტი. 2021. 21:51

 

“იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია არ შედგება, ამას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე დიდი გავლენა ექენება” - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

„ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიულ რეფორმებს. ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არასდროს მიიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ეს არ შეიცვლება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროპის კორიდორში ძალიან დიდი დაძაბულობა შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოს შორის.

 

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პრობლემა, ჩვენ გვაქვს კოვიდის პრობლემები, ვაქცინაციის პრობლემები, ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები, მიგრაცია და სხვა ბევრი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში.

 

 საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პოლიტიკურ დღის განრიგში მოწინავე ხაზებზე იყოს. თუ საქართველოსგან არ წამოვიდა აქტიური ჩართულობა და არ წამოვიდა თავდადება, შეიძლება ევროპა დაიღალოს. არ მინდა სპეკულაციაში ჩამომართვათ, მაგრამ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

 ყველამ უნდა გავიგოთ და ვეცადოთ, საქართველომ არ დაკარგოს მისი უნიკალური პოზიცია, რომელიც დღეს აქვს. მნშვნელოვანია საქართველო ევროპას მალე დაუახლოვდეს და მოვახდინოთ ევროინტეგრაცია“, - განაცხადა მარინა კალიურანდიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner