logo_geo
eng_logo
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა
- +

11 ივლისი. 2016. 21:53


სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის ბეთხან ტოხოსაშვილი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ის თავის უფროს ძმასთან ერთად სირიაში ორი წლის წინ გაემგზავრა. ამ წუთებში პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ტოხოსაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ.


"ხომ იცი, ხალხი ერიდება ამ თემაზე საუბარს. მხოლოდ ის ვიცი, რომ 25 წლამდე ასაკის იყო და ცოლი ჰყავდა. ორი წელი მაინც არის, რაც სირიაში წავიდა. მის ძმაზეც ამბობენ, იქ არისო, მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი. წუხელ გარდაცვლილა დაბომბვის დროს, როგორც ამბობენ. ფაქტი დასტურდება, რადგან ოჯახი სამძიმარს იღებს", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მკვიდრმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner