logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი
- +

18 მარტი. 2021. 00:04

 

„სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მიზანმიმართულად ხდება ჭორების გავრცელება. ჯერ ერთი, მილანში რატომ უნდა წავიდე ვერ გავიგე, მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა სპორტში და დღეს ვარ პოლიტიკაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მე მგონია, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებ უფრო სჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, მართლაც 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს.

შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია, მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner