logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებით ყველა თბილისელი იამაყებს
- +

18 მარტი. 2021. 00:37

 

 

 

რას გეგმავს თბილისის მერია მიმდინარე წლიდან - საკითხზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა:

 

„წელს ვიწყებთ ბაგების და საბურთალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობას, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გელოვანისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი ბეტონის გზის მშენებლობა, რომელიც ზაფხულში დასრულდება. მალე დავიწყებთ ქეთევან წამებულის გამზირის სრულ რეაბილიტაციას.

 

მოსახლეობაც ხედავს, რომ მხოლოდ გზის საფარის ცვლილებით არ შემოვიფარგლებით, ჩვენ გვინდა ფუნდამენტური ცვლილებები განვახორციელოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციით, განათებით.

 

გვინდა ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყოს გაკეთებული. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა რეკრეაციულ სივრცეებს და მეამაყება, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევძელით უმარავი სკვერის რეაბილიტაცია, უამრავი პარკის განახლება. დაწყებული გვაქვს „ვაკის პარკის“ მოწესრიგება, განახლდა „მზიურის პარკი“. „ფონდი ქართუ“ საჩუქრად მუნიციპალიტეტს გადმოსცემს იპოდრომის ტერიტორიას.

უზარმაზარი სივრცე შეიქმნება ქალაქში, რომელიც იქნება დასასვენებელი პარკი და მადლობა „ფონდ ქართუს“ ამ პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner