logo_geo
eng_logo
აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში გამოიძახეს
- +

18 მარტი. 2021. 01:02

 

აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში გამოიძახეს. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ანატოლი ანტონოვი მოსკოვში დაიბარეს, რათა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების პერსპექტივები გააანალიზონ.

 

„აშშ-ში რუსეთის ელჩი მოწვეულია მოსკოვში კონსულტაციებზე, რათა გავაანალიზოთ სიტუაცია, რა გავაკეთოთ და საით ვიმოძრაოთ აშშ-სთან ურთიერთობების კონტექსტში“, – განაცხდა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა და განაცხადა, რომ პუტინი საფასურს გადაიხდის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner