logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტები დაასახელა
- +

18 მარტი. 2021. 01:15

 

 

„2020 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი უფრო მეტი იყო, თუმცა გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ის, რა ციფრებზეც ვსაუბრობთ, თბილისისთვის ეს არის ზღვაში წვეთი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„ელემენტარულ რაღაცებზე ვსაუბრობთ. არის ისეთი ქუჩები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არსებობს. არის უბნები, სადაც მოსაწესრიგებელია ეს ყველაფერი. რთულია, როდესაც 21-ე საუკუნეში ამაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ ეს არ არის პრობლემები, რომლებიც დღეს გაჩნდა ან გუშინ და გუშინწინ.

ეს არის პრობლემები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში გროვდება ამ ქალაქში, თუმცა ჩვენ არ ვუშინდებით ამ პრობლემებს, დიდი შემართებით ვართ და ძალიან დიდ ძალას საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა პრიორიტეტებზეც ისაუბრა და 2 მთავარი მიმართულება დაასახელა: ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება.

 

„2020 წელს ჩვენ ძალიან ბევრ პროექტზე მოგვიწია უარის თქმამ, ანუ დროში გადავადება მოხდა. შესაბამისად, ერთადერთი მიმართულება, რომელსაც ერთი თეთრი არ დაკლებია - ეს იყო ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, იმიტომ, რომ ამ რთულ ვითარებაში ძალიან გაუჭირდა ქალაქის მოსახლეობას.

 

ძალიან მძიმე მდგომარეობაა მსოფლიოში და ქვეყანაშიც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, წელსაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ის, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ბიზნესს, იმისთვის, რომ ერთმანეთის დახმარებით შევძლოთ, ამ რთული პერიოდის გადალახვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner