logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ – შედით პარლამენტში, ოპოზიცია კი ამბობს – მხოლოდ იმიტომ, რომ მე პარლამენტში არ შემოვდივარ, დანიშნეთ ახალი არჩევნები
- +

18 მარტი. 2021. 02:59

 

„ეუთო/ოდირი გვეუბნება, რომ ეს არჩევნები არ იყო სისტემურად გაყალბებული. პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ – შედით პარლამენტში, ოპოზიცია კი ამბობს – მხოლოდ იმიტომ, რომ მე პარლამენტში არ შემოვდივარ, დანიშნეთ ახალი არჩევნები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„კრიზისი არის, თუმცა ეს კრიზისი ობიექტურ ფაქტორებს არ ეყრდნობა და არის ხელოვნურად გამოწვეული. თუმცა, ეს ხელოვნურად გამოწვეული კრიზისი უნდა ვეცადოთ, რომ დავძლიოთ კომპრომისებით და მოლაპარაკებით. ეს კომპრომისი რა შედეგს გამოიტანს და სადამდე მივალთ, მოლაპარაკების თანახმად ვნახავთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ობიექტური და სამართლიანი კომპრომისები შესთავაზა.

 

„ჩვენ მათ შევთავაზეთ სამართლიანი კომპრომისები და იმედი გვაქვს, ოპოზიცია ამ სამართლიან კომპრომისებში გამოგვყვება. ოპოზიციას აქვს შეთავაზება – მოდით, ამ პირობებზე გამოგვყევით, არარეალისტურ ულტიმატუმს ნუ დადებთ და თუ ამ სამართლიან პირობებზე გამოგვყვებით, ჩვენი მხრიდანაც დათმობა გამოვა და თქვენი მხრიდანაც. იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner