logo_geo
eng_logo
მანანა ნაჭყებია: პრემიერმა ყველას დაანახა, რომ კოალიცია აუცილებლად განახლდება
- +

4 მარტი. 2016. 14:05



„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი კოალიციაში ცვლილებებს განახორციელებს. ამის შესახებ ნაჭყებიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ პრემიერი საღად მოაზროვნე ადამიანია და არ დაიწყებს ფიქრს, თუ ვის რა ეწყინება კოალიციაში. ნაჭყებიას თქმით, კვირიკაშვილმა ქვეყნის განახლებაზე უნდა იფიქროს.


„თოფაძესა და „რესპუბლიკელებს" შორის არსებული დაპირისპირება აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აისბერგის ქვედა ნაწილშია და ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მმართველი კოალიციის ლიდერი გახდა, იწყებს ამ მოვლენების შეფასებას. ბუნებრივია, მივიდა დასკვნამდე, რომ ისედაც დაბალი რეიტინგის მქონე „ქართული ოცნება" კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ამ დაპირისპირებების გამო. ასეთ სიტუაციაში, სრულიად ბუნებრივია, პრემიერს გაუჩნდა განცდა, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და მან უნდა აიღოს ხელში მართვის სადავეები. ეს ძალიან ლოგიკურად მეჩვენება. ამიტომ, პრემიერის განცხადება მართლაც იყო ძალიან გონივრული ნაბიჯი და დავინახეთ, რომ ორივე მხარემ მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა საზოგადოების მხრიდან.

 

პრემიერმა ყველას დაანახა, რომ არავის აქვს დაბევებული ადგილი კოალიციაში და კოალიცია აუცილებლად განახლდება. სწორედ მათ საქციელზე და ქმედებაზეა დამოკიდებული, თუ ვინ და რა დოზით მოხვდება კოალიციაში. დღეს საღაც მოაზროვნე ადამიანისთვის არ დგას ის პრობლემა, თუ რა ეწყინება თინა ხიდაშელს ან გოგი თოფაძეს. მე კი კვირიკაშვილი საღად მოაზროვნე ადამიანად მიმაჩნია. დგას პრობლემა, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას. დღეს ქვეყანას სჭირდება, რომ ყველას მიუჩინოს ადგილი კოალიციაში და დაიწყოს ფიქრი ქვეყნის განახლებაზე", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner