logo_geo
eng_logo
რა ხდება სოფელ კუმისში?- მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
- +

11 ივლისი. 2016. 22:57


"დაახლოებით 10 დღეა, კუმისში,შავებში ჩაცმული, სახეშეღებილი ერთიან რამდენიმე კაცი დადის. მოსახლეობას აშინებს, ღამე სახლში შედის, აღვიძებსდა ეჯღანება,უცნაურ ხმებს გამოსცემს,სადაც სახლში ვერ შედის კარს,ფანჯრებს "ჩხაპნის"...მოსახლეობას შიშისგან გული მისდის, ბავშვებს ვეღარ სძინავთ. დღეს უკვე დღეც იყოსახლშიშესული, გვერდით სოფლის მცხოვრებლებიც იგივეს ჩივიან...სავარაუდოდ,რამდენიმეა დაგაფანტული არიან.... პატრული დასდევს, მარა უშედეგოდ(საოცრადსწრაფი, ჭკვიანი და მოქნილია) არ ვიცი ვინ უნდა მოვნიშნო ამ პოსტზე (არცინიშნება), მაგრამ ხომშეიძლება ზომების გამკაცრება?! იმდენად ჭკვიანურადმოქმედებს, მეეჭვება ჭკუიდან შეშლილიიყოს . სანამ მსხვერპლი იქნება, იქნებ იქამდეგამოფხიზლდეთ!!!" - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებელი წერს, მისი ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ამოუცნობი მოვლენა ხდება.


სოციალური ქსელის მომხმარებლის ამ პოსტს ადგილობრივები ეხმიანებიან. სალომე გიორგაძე წერს, რომ რამდენიმე დღეა სახლში ჩარაზულები არიან და მარტო გარეთ გასვლა ეშინია.


სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, დაახლოებით, 10 დღეა, უცნაური მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივების სახლებში შედის და ხალხს აშინებს. მათივე ცნობით, შავებში ჩაცმულ მამაკაცს სახე გამურული აქვს და ძალიან სწრაფად გადაადგილდება.


აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, კუმისში პოლიცია მოკვლევას აწარმოებს.


კუმისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" სოფლის სკოლის პედაგოგსმაკა სუხიშვილს ესაუბრა.


სუხიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად შეშინებულია, რომ დღისით სძინავთ, ღამე კი მორიგეობენ.


"ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეა, რაც სოფელში ფიქსირდება ეს მოვლენები. დღეს სოფლის რწმუნებულთან ვაპირებთ მოსახლეობა შეხვედრას. ასევე, უნდა შევხვდეთ იმ  ოჯახებს, რომლებთანაც ეს მოვლენა დაფიქსირდა. გუშინ ვრეკავდი ერთ-ერთ ქალბატონთან, რომლის ოჯახშიც სავარაუდოდ იყო ეს პიროვნება, თუმცა ის გოგონა საერთოდ  აღარ პასუხობს ტელეფონს. თქვენს რომ საერთოდ გავიდა სოფლიდან. დაუჯერებელი ამბავია რასაც ადგილობრივები ყვებიანგადმოცემით ვიცი, რომ ეს ადამიანი, რომლისაც ასე ეშინია მოსახლეობას, ღობეებზე ერთი ნაბიჯით გადადის, ასე რომ ვთქვათ, ღობეებზე დაფრინავს. რამდენიმე ადგილობრივმა დაინახა, ამბობენ რომ მამაკაცია, თუმცა ზუსტად ვერცერთი ვერ აღწერს. სახეც არ უნახავს არავის,გარბის", -ამბობს სუხიშვილი.


მისივე ინფორმაციით, გუშინდლამდე უცნაური მამაკაცი სოფელში მხოლოდ ღამით ჩნდებოდა, თუმცა, გუშინ უკვე შუადღისას შენიშნა ერთმა ოჯახმა.


"დაახლოებით, 2 საათისკენ შენიშნეს ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნახევრად ჩამჯდარ მდგომარეობაში ნახა. ვიდრე ვიღაცას შევეხმიანე, მანამდე გაიქცა, ღობეზე გადახტაო",- ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ  აქამდე მსგავსი მონაყოლის დაჯერება უჭირდა თუმცა, გუშინდელს შემდეგ ფაქტის რეალურობაში ეჭვი არ ეპარება.


"დღე მოხდა ამის დაფიქსირება. გუშინდლამდე არ მჯეროდა", - ამბობს სუხიშვილი.


"გურია ნიუსის" კითხვაზე: ხომ არ არის ეს მოსახლეობაში გავრცელებული ჭორი და რამდენად სანდო ადამიანები არიან ფაქტის თვითმხილველები? - სუხიშვილი გვპასუხობს:


"ის გოგონა, ვისზეს წეღან გესაუბრეთ, რომ ნახა და ახლა უკვე მობილური აქვს გათიშული, სოფლიდან წავიდა საერთოდ. სხვა  სოფელში ცხოვრობს, იქედან არის გამოთხოვილი კუმისში და თავის მშობლებთან გადავიდა. ამ გოგონას მონაყოლის ძალიან მჯერა, თუმცა, პირადად დაკავშირებას ვეღარ ვახერხებ. ძალიან გაუგებარია ჩემთვის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ამდენ ოჯახში შევიდა და ვერავინ ვერ დააფიქსირა მისი სახე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმემ თქვა"ბენდენა" ჰქონდა აკრულიო, ზოგი ამბობს ნახშირის ზოლები აქვს წასმული და ისედადისო", -ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ "რამდენიმე თვის წინაც ამბობდა მოსახლეობა ჩვენს ფანჯარასთან ვიღაცამ გაიარაო, თუმცა, ამბობდნენ და მთავრდებოდა ეს ამბავი".


"მუდმივი ხასიათი ამას არ ჰქონია. ახლა რამდენიმე ოჯახში დაფიქსირდა და ღამეში ორ-სამ ოჯახში ფიქსირდება. რაღაც მომენტში ვფიქრობ რომ ხალხი პანიკამ მოიცვა, მაგრამ როგორც ამბობენუცნაურ ხმებსაც გამოსცემს. ძაღლის ყმუილის მსგავსი ხმის გამოცემა შეუძლიაო. ერთ-ერთ მაცხოვრებელთან მომიწია ამ საკითხზე საუბარი და ამბობს, რომ მე სახლში გავიქეცი რომ დავინახე, ის ჭიშკრის გარეთ გაიქცაო. რამდენად ემთხვევა ამ ადმიანების ნათქვამი, ესეც გასარკვევია. ამბობენ, რომ მხარბეჭიანი მსხვილი მამაკაცია, რომელიც ასე თავისუფლად ხტება ღობეებზე. ფაქტია, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა; ძირითადად მოზარდი თაობა. ბავშვებს ეშინიათ. რამდენიმემ ისიც კი თქვა, ფანჯარაზე ბადის ახევას ცდილობდაო", - ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ პატრული ორჯერ გამოიძახეს სოფელში.


"გუშინწინ საღამოს და გუშინაც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პირველადსასაცილოდ არ  ჩათვალეს ეს ამბავი. თუმცა გუშინ მე თვითონ ვნახე კრიმინალური პოლიციის  მანქანა ჩემს უბანში. ღამის სამ საათამდე გარეთ ვიყავით. ბავშვები ვერ იძინებენ. ძირითადად გარეთ გვიწევს ყოფნა. ყველა ცდილობს ფხიზლად იყვნენ. დღის საათებში სძინავთ", - ამბობს სუხიშვილი.


აღნიშნულის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში კუმისში საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ პოლიცია მოკვლევას აწარმოებს.


"პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებას. მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს.წინასაგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. დგინდება რასთან გვაქვს საქმე; რამდენადაც სამართალდამცავებისთვის არის ცნობილი მხოლოდ ხალხის  აზრია გამოთქმული, რომ ვიღაც დადის სოფელში უცნაური ადამიანია თუ რა არის, ვერ გაიგეს. რაც მთავარია, არავისთვის არც მატერიალური და არც ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია", _ განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში და დასძინეს, რომ განაცხადი აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 3 დღის წინ შევიდა.


წყარო: headline.ge





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner