logo_geo
eng_logo
ბიძინა ბარათაშვილი: შავებში ჩაცმული ადამიანები შემორბოდნენ... ყველა იწვა ძირს, მათ შორის ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძე...
- +

11 ივლისი. 2016. 22:58


ტელეკომპანია „იმედის" ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედის" დარბევის დეტალებს იხსენებს.



7 ნოემბერს მე ვიყავი სამსახურში. საშა მაისურაძე იყო ჩვენი დაცვის უფროსი, ის შემოვიდა ოთახში ჩემთან. უკვე ვხედავდი, რომ შავებში ჩაცმული ადამიანები შემორბოდნენ შენობაში ლუბლიანის ქუჩის შემოსასვლელიდან. მე და დაცვის უფროსი ერთად ჩამოვედით ქვევით. ამასობაში იქ უკვე შემოსული იყვნენ. თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძე, იწვნენ ძირს. ყველას ეკეთა ნიღბები. ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც არ ჰქოდნა ნიღაბი, მასთან მივედი ჩავთვალე, რომ ის იყო უფროსი და ვუთხარი, რომ მე ვარ კომპანიის დირექტორი. მარტივი მისახვედრი იყო, ისინი რისთვის იყვნენ მოსულები, რომ გაჩერებულიყო ეთერი. ეთერის გათიშვა არის ძალიან მარტივი, ერთი ღილაკია, რომელსაც დააჭერ ხელს და გაითიშება. ასევე მარტივია ჩართვაც. როდესაც ადამიანებს ძირს აწვენდნენ, მე ვუთხარი, რომ ვარ დირექტორი და ვის ველაპარაკო, თუ გათიშვა გინდათ, წამოდი, გავთიშოთ. ამ კაცმა დამადო შუბლზე გრძელი პისტოლეტი და მითხრა - ძალიან კარგად ვიცი ვინც ხარ, ბარათაშვილო, შენ უნდა გაგიხვრიტო სწორედ შუბლიო. ეს გაიმეორა სამჯერ. მე ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ეს ადამიანი, სად არის და მისი სახელი და გვარი, რატომ არსად არ ფიგურირებს", - აღნიშნა ბარათაშვილმა.


ბიძინა ბარათაშვილმა სასამართლოს ჩვენება 4 ივლისს მისცა. ჩვენების შინაარსი 2030.news-ისთვის დღეს გახდა ცნობილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner