სოფლებში მოძვსა და ქვემოხევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა მიმდინარეობს ასევე ქორეთისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.