დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ,,პროექტების მართვის კომპანიის'' წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე გაეცნო ინფორმაციას კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება. დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ზაფხულში დასრულდება. მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა.
სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი, რომელსაც უკვე მიენიჭა UEFA-ს მე-4 კატეგორია, საფეხბურთო მატჩებს მაისიდან უმასპინძლებს.