logo_geo
eng_logo
მაია ბუწაშვილი: იმდენად იშვიათია ასეთი გვერდითი მოვლენა, რომ ამის გამო ყველა ასაცრელი ადამიანის გამოკვლევა არარეალისტურია
- +

18 მარტი. 2021. 19:59

 

„ალგორითმი და რეკომენდაცია არცერთ ქვეყანაში არ არის, რომ აცრამდე აუცილებელია რომელიმე გამოკვლევის ჩატარება, შესაბამისად გამოკვლევები არ ტარდება“, - ამის შესახებ მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

 

ის ახალციხეში, კოვიდზე აცრილი ექთნის მძიმე გვერდითი რეაქციის განვითარებას გამოეხმაურა.

 

„როგორც ჩანს, უკიდურესად იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე, თუმცა არის ძალიან იშვიათად ე.წ. ანაფილაქსიური რეაქცია ჰქვია, ანუ ალერგიული რეაქცია.

მისი მართვა ასე თუ ისე ჩვენმა ექიმებმა კარგად იციან და იმედია ეს შემთხვევა კარგად დასრულდება. მე ზუსტი დეტალები არ ვიცი, იქ რა მოხდა, შესაძლებელია ეს იყოს გულყრა და შეიძლება ემოციურ ფონზეც განვითარდეს მსგავსი შემთხვევა.

იმდენად იშვიათია ასეთი გვერდითი მოვლენა, რომ ამის გამო ყველა ასაცრელი ადამიანის გამოკვლევა არარეალისტურია და ასეთი რამ არსად არ ტარდება“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner