დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასა და თრომბოემბოლიურ მოვლენებს შორის კავშირი ვერ იპოვა
-
+
18 მარტი. 2021. 21:02
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასა და თრომბოემბოლიურ მოვლენებს შორის კავშირი ვერ იპოვა. ამის შესახებ მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი.
„დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ყველა ხელმისაწვდომი მონაცემის დეტალური გამოკვლევა და კრიტიკული ანალიზი ცხადყოფს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები აცრილ ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ვაქცინა არ მიუღია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანული მარეგულირებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში ვაქცინის გამოყენების სარგებელი მის შესაძლო რისკებს აღემატება.
წყარო :