ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს პირდაპირ ეთერში დისკუსიის გამართვა შესთავაზა.
„მსურს პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი დისკუსიის გაგრძელება შევთავაზო, თუმცა იმ პირობით, რომ ამას პირდაპირ ეთერში, ონლაინ რეჟიმში გავაკეთებთ. ეს იქნება ღია და პირდაპირი დისკუსია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მა ურთიერთობები უნდა შეინარჩუნონ.