logo_geo
eng_logo
ვახტანგ კალოიანი: რაც დღეს ახალციხეში მოხდა, ვაქცინაციის შეჩერების საფუძველი ვერ იქნება
- +

18 მარტი. 2021. 21:41

 

„ეს ტრაგიკული ფაქტი, რაც დღეს ახალციხეში მოხდა, ვაქცინაციის შეჩერების საფუძველი ვერ იქნება“, - ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

 

„ახლა, ამ ეტაპზე ჩვენი პირველი ამოცანაა, მოქალაქეებს თანმიმდევრულად, მშვიდად, ციფრებზე და ფაქტებზე დაყრდნობით ავუხსნათ რა სიკეთე აქვს ვაქცინას და რატომ არის ის აუცილებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რა თქმა უნდა არანაირ დაძალებაზე ლაპარაკი არ არის, ჩვენ არგუმენტებით უნდა შევძლოთ მოსახლეობის დარწმუნება ვაქცინის სიკეთეში. მე არ ველოდები რომ ქვეყანაში ვაქცინაციის შეჩერების საკითხი დადგეს“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner