logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: „მე და საზოგადოების“ სწავლება სკოლებში 2017-2018 სასწავლო წლიდან დაიწყება
- +

4 მარტი. 2016. 14:21



„ახალი საგნის „მე და საზოგადოების" სწავლება სკოლებში 2017-2018 აკადემიური წლიდან დაიწყება", - განცხადებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ აკეთებს.


„ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ნაბიჯი, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ბენეფიციარიც არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მართლაც იყოს შეჯერებული და პოზიცია ჩამოყალიბებული. ასეთი პოზიცია ვერ იქნებოდა, თუ არ იქნებოდა შესაბამისი არგუმენტაცია, რატომ და როგორ ვაკეთებთ, რამდენად საჭიროა.

 

მთელი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიხილავდით იმ კვლევის შედეგებს და მათ შორის, სავალალო შედეგებს, რომელიც გვქონდა ამ კუთხით ახალგაზრდებთან მიმართებაში. სწორედ ეს და ეროვნული სასწავლო გეგმის შედარებითი ანალიზი იყო მიზეზი, რამაც გვაფიქრებინა, რომ უმჯობესია, გარკვეულ საკითხებზე აქცენტი გაკეთდეს ასეთი სტრუქტურით და არ დავრჩეთ იმ სტრუქტურით, რომლითაც დღეს ეს საკითხები ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ისწავლება. არაერთი განხილვა, ანალიზი გაიმართა და მივედით იმ წერტილამდე, როდესაც ჩვენ გარე რეფერირებაც კი ჩავატარეთ და სხვადასხვა დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან წერილობითი რეცენზიები მოვითხოვეთ. ამ მომენტისთვის მიღებული რეკომენდაციები მუშავდება.

 

დამერწმუნეთ, არც ერთ რეკომენდაციაში არ არის მითითება იმაზე, რომ ტექსტში რამე დისკრიმინაციულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ანუ ის მომენტი, რაზეც ეს ადამიანები ამდენი ხანია აპელირებენ", - განაცხადა სანიკიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner