საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის სკანდალური ჩვენება - საუბარია 2007 წელს ტელეიმედის ჟურნალისტების გადაბირების საკითხზე, რაც, ჩვენების მიხედვით, დავით კეზერაშვილის დავალებით ხდებოდა.
პროცესის მართვა რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს დაევალა. ლევან ყუბანეიშვილმა, რამდენიმე დღის წინ საუბარი არ ისურვა. დღეს კი, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. რას ყვება ლევან ყუბანეიშვილი და რა კავშირი აქვს საქმესთან ყოფილ პრემიერს ლადო გურგენიძეს.