logo_geo
eng_logo
ევროკავშირი: რუსეთში მომხდარ მკვლელობებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება
- +

18 მარტი. 2021. 23:11

 

რუსეთში მომხდარ მკვლელობებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის წარმომადგენელმა განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, რუსეთში იმ პირთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების დიდი სიაა, ვინც რუსეთში განვითარებულ მოვლენებს აკრიტიკებდა. უამრავი შემთხვევის გამოძიება არ ხდება, უამრავი შემთხვევა გამოუძიებელი რჩება, დამნაშავეებს პასუხს არ აგებინებენ“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელის წარმომადგენელმა.

 

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის პრეზიდენტი პასუხს აგებს რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ქმედებებზე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner