შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ევამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევა ბარბაქაძე სიარულს შეძლებს.
„დღევანდელი დღე არ დამავიწყდება!"- წერს შორენა ბეგაშვილი.
„შენ გენაცვალე ჩემო პატარა! მიდი, მიდი, გაგვახარე ყველა"- ასე ეხმაურება კახი მამულაშვილი ვიდეოს და ევას ჯანმრთელობას უსურვებს.