logo_geo
eng_logo
ევროპის ქვეყნებმა „ასტრაზენეკათი“ მოქალაქეების აცრა განაახლეს
- +

19 მარტი. 2021. 10:04

 

 

 

18 მარტს ევროპის წამლების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, რომლის თანახმად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, ევროპის ქვეყნებმა „ასტრაზენეკათი“ მოსახლეობის აცრა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

იტალიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა 19 მარტიდან განაახლა.

 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანმის განცხადებით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გერმანიაც 19 მარტს განაახლებს:

 

„ჩვენი მიზანია, 19 მარტს, დღის განმავლობაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა დავიწყოთ“, - აღნიშნა იენს შპანმა. 

 

აგრეთვე, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია განახლდა კვიპროსში, ლატვიაში და ლიეტუვაშიც.

 

მას შემდეგ, რაც ევროპის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო, „ასტრაზენეკათი“ მოსახლეობის აცრის გაგრძელებას ესპანეთიც გეგმავს. ესპანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის საბჭოს გადაწყვეტილებით, ესპანეთში „ასტრაზენეკას“ გამოყენება 24 მარტიდან განახლდება.

 

ასევე, შემდეგი კვირიდან იგეგმება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოქალაქეების აცრა ნიდერლანდებში.

 

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრის უგო დე იონგეს განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ევროპის წამლების სააგენტომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოდ დაასახელა, ნიდერლანდებში „ასტრაზენეკას“ გამოყენება მომავალი კვირიდან გაგრძელდება.

 

ჩეხეთი მოქალაქეების „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას 21 მარტიდან განაახლებს.

 

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას ეთანხმება პორტუგალიაც - ქვეყანაში მოქალაქეების აცრა 22 მარტიდან განახლდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner