logo_geo
eng_logo
მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 13 პოლიციელი მოკლეს
- +

19 მარტი. 2021. 10:13

 

მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 13 პოლიციელი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ჩასაფრებული პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, პოლიციას დილის საათებში, კოტეპეკ ჰარინასის მუნიციპალიტეტში დაესხნენ თავს, რომელიც დედაქალაქ მეხიკოდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

 

მექსიკის ეროვნული გვარდიის მილიტარიზებული პოლიცია და შეიარაღებული ძალები დამნაშავეების ძებნის ოპერაციას ახორციელებენ.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თავდამსხმელი დაიღუპა ან დაიჭრა დაპირისპირების დროს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner