მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 13 პოლიციელი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩასაფრებული პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, პოლიციას დილის საათებში, კოტეპეკ ჰარინასის მუნიციპალიტეტში დაესხნენ თავს, რომელიც დედაქალაქ მეხიკოდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
მექსიკის ეროვნული გვარდიის მილიტარიზებული პოლიცია და შეიარაღებული ძალები დამნაშავეების ძებნის ოპერაციას ახორციელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თავდამსხმელი დაიღუპა ან დაიჭრა დაპირისპირების დროს.