logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ სულხან მოლაშვილი ვერ გატეხეს და ვერ დაამცირეს!
- +

12 ივლისი. 2016. 01:33



მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ მისი თანაგუნდელის, აწ განსვენებული სულხან მოლაშვილის მწამებლებსა და მკვლელებს ხელისუფლება მკაცრად არ დასჯის, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყება! ჩიტიშვილის თქმით, ოდესღაც უმდიდრესი და თავმოყვარე ქართველი ხალხი მიზანმიმართულად გააღატაკეს და მეორადი მანქანებისა და ტანსაცმლის მომხმარებელ ერად აქციეს, რაშიც ამერიკისა და თურქეთის დამსახურება დიდზე დიდია!

 

 

უპირველეს ყოვლისა, მომხდარი საშინელების გამო ვუსამძიმრებ ბატონი სულხანის ოჯახს და გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ სულხან მოლაშვილის სახით საქართველომ მამულიშვილი დაკარგა! სულხან მოლაშვილი თავისი პარტიასახალხო ხელისუფლებით" ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში მოვიდა და ამდენად, ის ჩემი თანაგუნდელი გახლდათ. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ სულხან მოლაშვილი ვერ გატეხეს და ვერ დაამცირეს! მართალია, სულხანი მოკლეს, მაგრამ ის მუხლებზე ვერ დააყენეს და ვერ დაიმონეს! კაცი წლების განმავლობაში ასახელებდა კონკრეტულ გვარებს, ირწმუნებოდა, რომ იმ ადამიანებმა აწამეს, მაგრამ არავითარი შედეგი... თუ ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს და სულხან მოლაშვილის მწამებლებს უმკაცრესად არ დასჯის, ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ გამოსვლებს და პირობას ვდებთ, ამ გამოსვლებს დიდი შედეგიც მოჰყვება!

 

საზოგადოება, ცნობადი ხალხი, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები მხარს აგვიბამენ და შედეგი იქნება! ოპოზიციას ურთიერთპატივისცემისა და ერთიანობისკენ მოვუწოდებ! იმის პირობასაც ვდებ, რომ თუ ვინმეს ჩვენს პარტიაზე უფრო ღირსეული მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება სადმე, იქით დავეხმარები და გამარჯვებაში ხელს შევუწყობ! საქართველოში სოციალური თანასწორობა უნდა აღდგეს, ეს მაფიოზური კლანები უნდა მოისპოს და ამერიკელმა არ უნდა მითხრას, როგორ შევურიგდე ოსებსა და აფხაზებს!"- აცხადებს ჩიტიშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner