logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: მოვდივართ სუფთა გულით, სუფთა ხელებით...
- +

12 ივლისი. 2016. 01:35



მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ მისი თანაგუნდელის, აწ განსვენებული სულხან მოლაშვილის მწამებლებსა და მკვლელებს ხელისუფლება მკაცრად არ დასჯის, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყება! ჩიტიშვილის თქმით, ოდესღაც უმდიდრესი და თავმოყვარე ქართველი ხალხი მიზანმიმართულად გააღატაკეს და მეორადი მანქანებისა და ტანსაცმლის მომხმარებელ ერად აქციეს, რაშიც ამერიკისა და თურქეთის დამსახურება დიდზე დიდია!



„30 წელია, რუსეთში ვცხოვრობ, ამდენი რამ გამიკეთებია საქართველოსთვის და ვინმეს ჰგონია, თქვენს გვერდით როცა ვიქნები, ნაკლებს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის?! მთავარია, ერი გაერთიანდეს, ქვეყანა გაერთიანდეს და დარწმუნებული ვარ, ეკონომიკას ძალიან მალე ეშველება!

 

იცოდეს ყველამ - მოვდივართ სუფთა გულით, სუფთა ხელებით და საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის სიკეთის გარდა, სხვა არაფერი გვსურს! არჩევნების დროს ყველა პარტია ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ შემდეგ დანაპირები ყველას ავიწყდება და არ მინდა, ჩვენი პარტიაც სხვებს დაემსგავსოს! როგორც პატარა ბავშვი დედის ძუძუს, ბევრი ავანტიურისტი თუ პოლიტიკოსი ისე შეეჩვია პარლამენტს და გასაგებია, რომ საჭმელთან, პრივილეგიებთან და მით უფრო, დედის ძუძუსთან განშორება ყველა არსებას უჭირს... ამის მიუხედავად, პარლამენტთან განშორება ბევრს მოუწევს! მე, მაგალითადხალხთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთად წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე და პარტიების ლიდერებმა ერთმანეთის თვალწინ ვუპასუხოთ ხალხის შეკითხვებს, თუ ვის რა გაუკეთებია საქართველოსთვის!"- აღნიშნავს ჩიტიშვილი.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner