logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- +

19 მარტი. 2021. 14:55

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 

დაკავებული ხუთი პირიდან ოთხ ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს, მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.

 

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner