logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: ციხეში რომ ვიყავი, ერთი კანადელი შავკანიანი იყო, ხმის გამცემიც არ ჰყავდა ჩემს გარდა...
- +

12 ივლისი. 2016. 03:25


ცოტნე გამსახურდია ციხეში ყოფნის დროს იხსენებს:


„იოტისოდენა რასიზმი არაა ჩემში...

 

ამ ბოლოს, ციხეში რომ ვიყავი, ერთი კანადელი შავკანიანი იყო იქ, ასე სამოც წლამდე კაცი. ხმის გამცემიც არ ყავდა ჩემ გარდა, საჭმლით და წამლებითაც ვეხმარებოდი როგორც შემეძლო. 2013 წელს ვიღაც კანადიდან მწერს მესიჯს. აზრზე არ ვარ, საიდან გაიგო ტელეფონი: მადლობა ყველაფრისთვის, შენ ჩემთვის ნათელი წერტილი იყავიო იმ ჯოჯოხეთში. კანადაში მასპინძლობა ჩემზე იყოსო...

 

ჰო, "მეჟდუ პროჩიმ" ვიტყვი, რომ ასე ბარეორ ქართველს არ გავხსენებივარ."- წერს გამსახურდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner