ხათუნა რაქვიაშვილი მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილს დაბადების დღეს ულოცავს:
„დღეს უკეთილშობილესი კაცის, თავმდაბალი და ზნემაღალი რაინდი ქართველის, უდიდესი მსახიობის, ნოდარ მგალობლიშვილის დაბადების დღეა...
წესით, დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი უნდა იხსნებოდეს (და თავს უხერხულად უნდა ვგრძნობდეთ, რომ აქამდე ეს არ გაგვიკეთებია!), მაგრამ... სულითა და გულით ვულოცავ ამ დიდ ადამიანს დაბადების დღეს საუკეთესო სურვილებით."- წერს რაქვიაშვილი.