logo_geo
eng_logo
ევროკომისია: ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო
- +

19 მარტი. 2021. 17:35

 

ევროკომისიამ ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყება გამოაცხადა. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დანა სპინანტმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მესამე ტალღა თანდათანობით და ზოგ შემთხვევაში სწრაფად მიიწევს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა, დაჩქარდეს მოსახლეობის ვაქცინაცია", - დასძინა სპინანტმა.

 

შეგახსენებთ, woldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 122 493 459-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2 705 392 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 98 746 495 გამოჯანმრთელდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner