მაია კახიძე პოეტ ტარიელ ჭანტურიას დაბადების დღეს ულოცავს:
„დღეს უძალიანმაგრესი პოეტის, მწერლის, დიდებული ქართველის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების დღეა. ჩემი ღაბუა მამის ტოლია და მე მამით უკვე დაობლებული უფრო მეტი სიყვარულით და პატივისცემით გახლავართ განწყობილი. თქვენთან ერთად ვულოცავ, მეგობრებო დაბადების 84 წელს და ჯანმრთელობას და დიდხანს
ყოფნას ვუსურვებ მთელი გულით..."
აი, მისი ერთ - ერთი ლექსი:
ბედი უნდა ყველაფერს..
ბედი უნდა ყველაფერს:
ყველა ნახატს; ყველა ფირს;
ყველა რომანს; ყველა ლექსს! -
ბედი უნდა ყველაფერს!
ყველა ტომს და ყველა რჯულს;
ყველა ერს და ყველა ბერს;
ყველა ხალხს და ქვეყანას! -
ბედი უნდა ყველაფერს!
ყველა მეფეს; სპასალარს;
ყველა ჰერცოგს; ყველა პერს;
ბედი უნდა ყველას და
ბედი უნდა ყველაფერს!
ყველა მახვილს მოქნეულს,
იმ ფარის და ხმლის პატრონს -
ბედი უნდა ყველაფერს!
ვის - ჯოგი ჰყავს, ვინ კიდევ
ვერ შოულობს წველა ყველს!
ბედი უნდა ამასაც!
ბედი უნდა ყველაფერს!
ყველა მთას და ყველა ბარს;
ყველა მოზვერს; ყველა ფურს! -
ბედი უნდა ყველას და
ბედი უნდა ყველაფერს!