კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთთან, ქუჩაში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
Imedinews-ის ინფორმაციით, კაცს პირველადი დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნებოდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ კაცს სავარაუდოდ ტრაქტორი დაეჯახა და მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.