logo_geo
eng_logo
ნორვეგიის პრემიერის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება
- +

19 მარტი. 2021. 19:50

 

ნორვეგიის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ერნა სულბერგის წინააღმდეგ, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

 

თებერვლის ბოლოს ერნა სულბერგს 60 წელი შეუსრულდა. მან დაბადების დღე ნათესავებთან ერთად სამთო-სათხილამურო კურორტზე აღნიშნა. წვეულების პირველ დღეს ვახშამზე 13 სტუმარი იმყოფებოდა, მეორე დღეს კი ერნა სულბერგმა და მისმა მეუღლემ, სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა ნაქირავებ ბინაში გააგრძელეს.

 

ნორვეგიაში მოქმედი რეგულაციები დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.

 

სულბერგმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ „სათანადო ყურადღება არ დაუთმო მოქმედი წესების შესწავლას“ და ფიქრობდა, რომ შეზღუდვა ერთი ოჯახის წევრებს არ ეხებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner